„ეკონიმიკის რესენსია, ეს არის სამწუხარო ფაქტი კოვიდის წინააღმდეგ სამკურნალოდ“- რომან კაკულია საზღვრების გახსნაზე

პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „მედიაცენტრ მთავართან“ საზღვრების გახსნის გადადებაზე კომენტარს აკეთებს. კაკულიას მიაჩნია, რომ ყველა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ჯერ ადამიანის ჯანმრთელობა უნდა იყოს.

„როდესაც, ჩვენ ვისმენთ ცნობილი ეკონომისტების შეფასებებს მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ეკონომიკური რესენსია შედეგი კი არ არის ეს,  არის სამწუხარო რეალობა კოვიდის წინააღმდეგ სამკურნალოდ.

როდესაც არ არის დაავადება მძიმედ მიმდინარე, ყველა კონცენტრირებული ვართ ეკონომიკაზე,  თუ შევხდევათ იმ ქვეყნებს, სადაც დაავადება პროგრესირებს იქ ეკონომიკა არავის ახსოვს. არჩევანი ამ შემთხვევაში კეთდება ადამიანების ჯანმრთელობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ, რომ დღევანდელი მიღწეული შედეგი არ დავკარგოთ და ნელ – ნელა დავიწყოთ სვლა ეკონომიკის განვითარებისთვის და არა მყისიერად.“ – განაცხადა რომან კაკულიამ „მედიაცენტრ მავართან.“

https://www.facebook.com/mcm.ge/videos/281064639847099/

მსგავსი თემები