„შალიკოს ფანჩატურში ყველა დონის კრიმინალი შეიკრიბა, რომლის სიმბოლოა ჟორიკა რურუა“ – გოგა ხაინდრავა ოპოზიციაზე

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა იმ პოლიტიკური სუბიექტებს, რომლებიც „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრებს მართავენ, კრიმინალებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათი სიმბოლო ჟორიკა რურუაა. ეს განცხადება ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის რას წარმოადგენს რურუა, უგულავა, სააკაშვილი, ოქრუაშვილი და ასე შემდეგ. კარგად ვიცით, ვინ არიან შეკრებილები ამ გაერთიანებაში, ამ კრიმინალურ გაერთიანებაში. პოლიტიკას ამოფარებული ვიგინდარები და კრიმინალები. ჩვენ ვართ მოწმენი, რომ „შალიკოს ფანჩატურში“ შეიკრიბა ყველა დონის კრიმინალი, რომლებიც პოლიტიკას არიან ამოფარებულები და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა. ასეთი ერთსულოვნება შესაძლებელია მხოლოდ იმ გაერთიანებაში, რომლებიც კრიმინალითა და დანაშაულით არაინ ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მან ბოკერია-ბურჯანაძის საუბარიც გაიხსენა, სადაც ბოკერია ბურჯანაძის ოჯახს კორუფციის წყაროს მოიხსენიებდა.

„ბოკერიასთვის რომ  ბურჯანაძე თავის ბიწაძიან დედიან-ბუდიანად კორუფცციის სახე იყო, ეს არაერთხელ უთქვამს ბოკერიას და მე პირადად ვესწრებოდი იმ შეხვედრას, სადაც ბოკერიამ პირადად უთხრა ბურჯანაძეს, თქვენი ოჯახის კორუფცია საზოგადად ცნობილიაო. იქ ვიჯექი მეც, ბოკერიაც და ბურჯანაძეც“ – განაცხადა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“   

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„შალიკოს ფანჩატურში ყველა დონის კრიმინალი შეიკრიბა, რომლის სიმბოლოა ჟორიკა რურუა“ – გოგა ხაინდრავა ოპოზიციაზე”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.