ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს, ვიდრე ხელისუფლება გაცემულ დაპირებას არ შეასრულებს და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაამტკიცებს.

მსგავსი თემები