“ქართველები, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ლიდერები არიან” – საფრანგეთის ელჩი

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეები ლიდერები არიან.

ელჩის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიდი მიღწევაა.

“ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ერთ-ერთი ლიდერები არიან. ამისთვის რამდენიმე ზომა მივიღეთ. ი​სეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველოა, განაცხადის განხილვა ძალიან სწრაფად ხდება. ახლა ჩვენს ევროპელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვმსჯელობთ,” – განაცხადა დიეგო კოლასმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის განვითარების შესახებ, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს.

მსგავსი თემები