ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა. ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ჟურნალისტმა განუმარტა, რომ ეს იყო შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარებული ექსპერიმენტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“, – ნათქვამია შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები