სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხეთში შეზღუდვები ამჟამად 13 ივლისამდეა ძალაში.

ბოლო დღე-ღამეში 162-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. სომხეთში კორონავირუსისგან 16 302 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი თემები