სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, უპილოტოების ჩამოგდება 22:20-დან 23:00 საათამდე პერიოდში მოხდა.

სომხეთის საინფორმაციო კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის არმიაში პირველად გამოჩნდა ისრაელის წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „სქაი სთრაიქერი“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსმა თავის არსენალში არსებული პრაქტიკულად ყველა შეიარაღება გამოიყენა, მათ შორის, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, ტანკები და არტილერია.

მსგავსი თემები