საქართველოში, ნარკოტიკების ყველაზე პატარა მომხმარებელი 15 წლისაა

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. რაც შეეხება ყველაზე პატარა პაციენტს, მისი ასაკი 15 წელია, თუმცა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველმა მოადგილე გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს არ ნიშნავს რომ მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა.   

„ყველაზე პატარა ასაკის პაციენტი 15 წლის გვყავდა. იყო ერთეული შემთხვევები ამაზე პატარა ასაკის, თუმცა, ეს შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაახალგაზრდავდა. ბოლოს, 17 წლის ახალგაზრდა გვყავდა, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული“ – განაცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რადგან, ამაზე ეფექტური არაფერია.

„აკრძალვა ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას არ იწვევს. ეს მაშინაც კი ვერ მოხდა, როცა ქვეყანაში ძალიან ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ისეთი ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშულებები, როგორიცაა „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“ და ადამიანები სხვა, სააფთიაქო და კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებზე გადავიდნენ. შედეგად მივიღეთ ბევრი პირველი ჯგუფის ინვალიდი, უამრავი ადამიანი,   რომელიც არასრულფასოვნად ცხოვრობს და ბევრი გარდაცვლილი. ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაწყება, ამაზე ეფექტური არაფერია“ – განცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“  

რაც შეეხება ნარკოტიკების მომხმარებელ გოგონებს, ამ ეტაპისთვის,  ჩანაცვლებითი თერაპიით, 25 ქალბატონი სარგებლობს. მათი ასაკი კი 30-40 წელია.  

მსგავსი თემები