საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა

მიმდინარე წლის 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (61 პროცენტი – 3 796 ტონა), სომხეთი (30 პროცენტი პროცენტი – 1 857 ტონა) აზერბაიჯანი (7 პროცენტი – 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2 პროცენტი – 109 ტონა).

უწყების ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  3. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.