სამედიცინო დაწესებულებათა სია, სადაც აბიტურიენტები „პისიარ“ ტესტირების ჩატარებას შეძლებენ, ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ დაწესებულების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც აბიტურიენტებს „პისიარ“ ტესტირების ჩატარება შეუძლიათ.

გთავაზობთ იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც გამოცდებში მონაწილეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისთვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული (დეტალები იხილეთ ბმულზე).

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება

მსგავსი თემები