“სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება” – ირაკლი სესიაშვილი

„არავის გაკვირვებია, სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება. პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი. ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს.

„სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება. მის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ეს ყველაფერი აგებულია მის ტყუილებზე, ბაქიბუქზე, მისი მხარდამჭერების მობილიზაციაზე, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. საკითხი დგას სხვანაირად  აქ ჩვენი სახელმწიფოსთვის თემა არის ის, რომ უკრაინის საჯარო მოხელე ერევა საქართველოს შიდა, პოლიტიკურ საკითხებში და მძიმეა იმის მოსმენა, როცა უკრაინის საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. ცხადია, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება“, – აცხადებს დეპუტატი.

შეგასხენებთ, რომ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში კრიმინალები ბრუნდებიან და ეს ხელისუფლების დამსახურებაა. ის საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოსთვის ბრძოლას “წინა ხაზიდან” აპირებს.

მსგავსი თემები