“ნუ გამხდი ხალათს” – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

“ნუ გამხდი ხალათს” – ამ ლოზინგით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმებას მოითხოვენ.

სტუდენტები ასევე რეზიდენტებისთვის, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურებასა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, სასამართლოს მიმართონ.

მსგავსი თემები