მსახიობები საერთო გრიმსა და „კოსტუმებს“ ვერ გამოიყენებენ – რა რეგულაციები დაწესდა ხელოვანებისთვის   

„ინდივიდუალური გრიმი და „კოსტუმი“ – ასეთია  უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება  დახურულ სივრცეში რეპეტიციებთან დაკავშირებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით, შემოქმედებითი საქმიანობისთვის რეპეტიციები დასაშვები ხდება, თუმცა, შეზღუდვები მკაცრია.

როგორც როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას განაცხადა, ერთი ჯგუფისთვის რეპეტიცია 2 საათზე მეტი დროით ვერ გაგრძელდება.  

„რაც შეეხება შემოქმედებთ საღამოებს, ეს ფიზიკურად ვერ განხორციელდება რეპეტიციების გარეშე. ამიტომ, გადაწვეტილებით, რეპეტიციებზეც გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 10 ადამიანზე მეტი არ უნდა მოექცეს ერთ სივრცეში; უნდა ხდებოდეს საგრიმიოროში ერთი გრიმის გამოყენება ერთი მსახიობის მიერ; კოსტიუმები და ტანსაცმელი უნდა იყოს ინდივიდუალური ან ყოველი გამოყენების შემდეგ შესაბამისი დეზინფექცია ჩაუტარდეს; რეპეტიციების ჯამური ოდენობა ერთი ჯგუფისთვის 2 საათზე მეტი არ უნდა იყოს; და ბოლოს, ინტერვალი ჯგუფებს შორის უნდა იყოს 1:30 საათი“ – აცხადებს ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ კულტურული ღონისძიებებისთვის, დღეიდან, დასაშვებია ღია სივრცეში მაქსიმუმ 200 ადამიანის შეკრება.      

მსგავსი თემები