მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონა სეუს თეატრალური დასის წევრი იყო

იტალიაში კიდევ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 27 წლის იზა ქავთარაძე მილანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლი გუშინ, დილით ნახეს. ადგილობრივებიც ინფორმაციით იზა ქავთარაძე მილანში სასწავლებლად იყო და ადგილობრივი სასწავლებლის სტუდენტი იყო.

სეუს თეატრალური დასი, რომლის წევრიც საქართველოში ცხოვრებისას იზა ქავთარაძეც იყო აღნიშნულ სამწუხარო ინფორმაციას ადასტურებს და წერს:,,სეუს თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და მომღერალი იზა ქავთარაძე…. სეუს თეატრალური დასი მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უმშვენიერესი იზას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.”

ფაქტს ადასტურებს იტალიაში საქართველოს საკონსულო.

გოგონას გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიის მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს. ჯერ უცნობია, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი. მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს.

მსგავსი თემები

One Thought to “მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონა სეუს თეატრალური დასის წევრი იყო”

  1. We’re a group of volunteers and starting a new scheme in our community. Your website provided us with valuable information to work on. You have done an impressive job and our entire community will be grateful to you.