„კარფურის“ მორიგი თაღლითობა – მომხმარებელს ფულს პარავენ

სავაჭრო ქსელ „კარფურში“ მომხმარებლის მოტყუებისა და თანხის მოპარვის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთხელ წერდა მსგავსი პრობლების შესახებ და ადმინისტრაციის მხრიდან ყოველ ჯერზე ვიღებდით პასუხს, რომ კონკრეტულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.

ამჯერად, მომხმარებელს შეძენილ ერთ ნივთში  3.55 ლარი მოპარეს და ეს, როგორც ჩანს „კარფურის“ მარკეტინგული ხრიკია. კერძოდ, დახლზე, კონკრეტულ პროდუქტს დიდ ტრაფარეტზე აწერია ფასდაკლება, სალაროში კი განსხვავებულ ფასს ახდევინებენ და ამ გზით პარავენ თანხას.  ის მომხმარებელი კი, რომელიც ნაყიდ პროდუქტს ფოტოს არ გადაუღებს, ვერაფრით დაამტკიცებს რომ ის მოატყუეს. კონკრეტულ შემთხვევაში, „კარფურში“ არაერთხელ მოტყუებულმა მომხმარებელმა შეძენილ პროდუქტს ფოტო გადაუღო, ქვითარში კი მითითებულია, რომ მას სხვა ფასი გადაახდევინეს. თუ იმას გავითვალისწიებთ, რომ როგორც წესი,  მომხმარებლები შეძენილ პროდუქციას ფოტოს არ უღებენ და არც ქვითრებს ათვალიერებენ, მარტივი წარმოსადგენია, რამდენ ლარს იპარავს “კარფური” თითო მომხმარებლისგან. 

          

მსგავსი თემები