ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ადგილზდე პოლიციამ  დაკავებული მოქალაქის ავტომანქანა გაჩხრიკა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული თვითმხილველების ვერსიით, სავარაუდოდ, ის “ტყის ძმების” მეთაურის დათო შენგელიას შვილია, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს. მისი მანქანა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. 

ჯერჯერობით ჩხრეკა არ ჩატარებულა მის საცხოვრებელ ბინაში. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

კონკრეტულად რა დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია და რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მსგავსი თემები