ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი გაააქტიურა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი პატიმრობაში დატოვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ ცნობს და არც საზღვრის გადაკვეთას აღიარებს. მისივე ინფორმაციით მორიგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

მსგავსი თემები