ესპანეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან 13 ქვეყანასთან გახსნის, მათ შორის საქართველოსთან

ესპანეთის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის საზღვარს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „შენგენვიზაინფო“ ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მაროკოსა და ჩინეთის მოქალაქეების შეშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ბრიუსელმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნია.

ამის მიზეზი ჩინეთისა და მაროკოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლებიც ესპანეთის მსგავსად მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ტურისტების მიღებაზე უარს აცხადებენ.

საქართველოს გარდა ესპანეთი საზღვარს გაუხსნის ასევე ავსტრალიას, ალჟირს, კანადას, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაის, მონტენეგროს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ესპანეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული 15 ქვეყნიდან 13 ქვეყანასთან გახსნის, მათ შორის საქართველოსთან”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  4. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.