გამოძიება ხელახლა ინტერესდება იმ ადგილით, საიდანაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა

არაგვის ხევის ტერიტორიით იქ, სადაც გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა გამოძიება კიდევ დაინტერესდა. ოქმში, რომელიც 25 ივნისით თარიღდება აქცენტი მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ნივთებზე კეთდება:

„ბუჩქებში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, წარწერით „ბირჯომი“, იქვე ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი და წინდა,“ – აღნიშნულია ოქმში, გამოძიება სავარაუდოდ შეეცდება დაადგინოს არის თუ არა შერჩენილი აღნიშნულ ნივთებზე იმ პირის დეენემი, ვინც გიორგი შაქარაშვილს დაედევნა ან გაჩნდა თუ არა ეს ნივთები ხევში მომხდარის ღამის შემდეგ.

მსგავსი თემები