აფხაზეთში 10 წლის ბავშვებს ომისთვის ამზადებენ და ქართველებისა და ამერიკელების წინააღმდეგ სათამაშო იარაღით წვრთნიან

სამხედრო სწავლებები გუდაუთასა და კოდორში აფხაზი ბავშვებისთვის ყოველ წელს იმართება. ეს ის ბანაკებია, სადაც აფხაზ და ცხინვალში ში დაბადებულ  ბავშვებს  სათამაშო იარაღებს ურიგებენ და საომარ მოქმედებებში წვრთნიან. ყველზე საგანგაშო კი ის არის, რომ ოკუპანტი „მწვრთნელები“ მათ სამიზნედ ქართველებსა და ამერიკელებს ასახელებენ

წვრთნები საველე პირობებში ტარდება, სადაც ბავშვებს ნამდვილი იარაღის ანალოგს ურიგებენ და ნამდვილ საომარ მოქმედებებს აჩვევენ.

„ხომ არ არ დაგავიწყდათ რომ თქვენი მოწინააღმდეგეები ქართველებისა და ამერიკიელების დივერსანტების ჯგუფია, რომლებიც უნდა გავანადგუროთ“ – ეს ოკუპანტი „მწვრთნელების“ მითითებებია.

წვრთნებში 10-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ, 18 წლის შემდეგ კი მათ სათამაში იარაღს ნამდვილით უცვლიან. იდეოლოგია, რომელსაც „მწვრთნელები“ მათ უნერგავენ ქართველებისა და ამერიკელების განადგურებაა.

აღნიშნული წვრთნების ამსახველი ვიდეომასალას აფხაზური საიტები ავრცელებენ. ბოლო წვრთნებში კი 100 ბავშვი მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელია „ევრაზიული სახალი კავშირი“ და „პატრიოტული სამხედრო საველე ბანაკი“.      

მსგავსი თემები