„აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია” – გური მენაბდიშვილი

შავ ბაზარზე ნარკოტიკული საშუალებებთან დაკავშირებით, აფხაზეთში სავალალო მდგომარეობაა. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის  პირველი მოადგილემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში, სხვა, მძიმე ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელებული.

„აფხაზეთში უმეტესობა ნარკომომხმარებელია, რიცხვებსაც ვერ დავასახელებ, არა 10 , 20  ან 30 ან 40…, უფრო მეტია ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი. ასევე, ჩემი ინფორმაციით იქ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიცაა გავრცელბული. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იქ მოქალაქეებად ირიცხებიან, ჩვენი სერვისით სარგებლობა თვისუფლად შეუძლიათ,“ – აღნიშნა გური მენაბდიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებიც ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობენ, პრეპარატის მისაღებად, ყოველ დღე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა უწევთ.

„ჩვენ გვყავას საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, მათ ყოველდღე უწევთ  გადასვლა-გადმოსვლა, ვგულისხმობ ზუგდიდს. ზუგდიდში 30-მდე ბენეფიციარი ირიცხება. გადმოდიან კუთვნილი მეტადონისთვის, მათ უარი თქვეს ნარკოტიკზე, მიუხედავდ იმისა, რომ  რთულია ყოველდღე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა. ბუნებრივია, აფხაზეთთან დაკავშრებით არსებული სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემატური საკითხია, რადგან ის საზღვრისპირა ნაწილია,“- განაცხადა გური მენაბდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები