ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერი“ ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„აუცილებელია ქვეყანაში, პირველ რიგში, სამართლებრივი კულტურის შემოტანა. ეს მოცულობითი ტერმინია. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ უნდა იმოქმედოს სამართლებრივი წესების ფარგლებში. აფხაზეთში ორი ბატონი უნდა იყოს – აფხაზი ხალხი და კანონი“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. 

მსგავსი თემები