“გვასუნთქეთ!”- აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადით ყოფნას აპროტესტებენ

“გვასუნთქეთ!” – ამ მოწოდებით ქუთაისში აბიტურიენტები, სტუდენტური ომბუდსმენის წარმომადგენლები და პედაგოგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ახალგაზრდები არსებულ რეგულაციებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ  გამოცდებზე პირბადეებით ყოფნა მათ გარკვეულ პრობლემას შეუქმნის, ამიტომ მოითხოვენ, პირბადის გამოყენება ნებაყოფლობითი გახდეს.

აქციის მონაწილეები აპირებენ, ერთობლივი განცხადებით განათლების სამინისტროს მიმართონ, რათა გამოცდების დაწყებამდე შეიცვალოს გადაწყვეტილება.

მსგავსი თემები