საქართველოში, ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს, ერთ-ერთი უმძიმესი დაავადება ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ტკიპის ნაკბენით გადადის.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განცხადა, საქართველოში ტკიპებთან დაკავშირებული ორი საფრთხილო დაავადება არსებობს, ბორელიოზი, რომლის რამდენიმე ათეულობით შემთხვევა საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება და ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელება.

პაატა იმნაძის განმარტებით, ყველა ტკიპა არ არის ინფიცირებული და არ გადააქვს ეს დაავადება, თუმცა სასურველია, ბუნებაში გაყვანისას ბავშვებს სხეულზე წავუსვათ რეპერენტები, ანუ ტკიპების დამაფრთხობელი.

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბორელიოზი, უფრო ხშირად საზღვარგარეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მათ შორის გერმანიაში, ბალტიისპირეთში, ავსტრიაში.

” თუ ტკიპამ უკბინა ადამიანს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სიცხე აქვს და აუხსნელია სხვა მიზეზები, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან და გამოიკვლიოს ხომ არ არის ეს რაღაც დაავადება. მეორე, უფრო მძიმე დაავადება, რომელიც შეიძლება ტკიპით გადავიდეს, მართალია თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევბია, მაგრამ არის უმძიმე დაავადება – ყირიმ კონგოს ჰემორალიური ცხელება. ​​ტკიპები ახლა უკვე არიან ცხოველებზე, შესაბამისად, შინაური ცხოველების პატრონებმა, ან ვინც მეცხოველეობაშია დასაქმებული  თავიანთი საქონელი უნდა დაამუშაონ ტკიპების მოსაშორებელი ქიმიური საშუალებებით”, – აცხადებს პაატა იმნაძე.  ​

მისივე ინფორმაციით, და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ტკი­პის კბე­ნით ვირუ­სის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში, არის 1-3 დღე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან და ქსო­ვი­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას 5-6 დღე, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი 13-14 დღე.

და­ა­ვა­დე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, კუნ­თე­ბი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში, გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი კან­ზე, სის­ხლდე­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ღრუ­ე­ბი­დანცხვი­რი­დან, ღრძი­ლე­ბი­დან, საშ­ვი­ლოს­ნო­დან, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს ექი­მის­თვის მი­მარ­თვას ურ­ჩევს.

ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და ის სა­შიშ პა­თო­გენ­თა ნუს­ხას განეკუთვნება. ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აფ­რი­კა­ში, აზი­ა­ში, ბალ­კა­ნეთ­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლე­სა და თურ­ქეთ­ში.

მსგავსი თემები