პრეზიდენტმა, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორი იქნება, წესები და შეწყალება. ადრეც ვთქვი და ინიციატივით გამოვდიოდი, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე შედგა. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების სწორედ ასეთი შეშფოთება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები