მამაკაცი, რომელიც ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და ემუქრებოდა, დააკავეს

55 წლის მამაკაცი, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას სთხოვდა და უარის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრებოდა, დაკავებულია. დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და პატიმრობა შეუფარდეს.

მსახიობ ეკა ჩხეიძის განმარტებით, დაკავებული მამაკაცი, დაახლოებით 2 წელია მას აწუხებს და მასთან ქორწინებას ითხოვს.

„ხშირად მოდიოდა ჩემს სახლთანაც და სამსახურთან. ითხოვდა მასზე დავქორწინებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა“ –  აღნიშნა მსახიობმა.

ბრალდებულმა, რამდენიმე დღის უკან, მსახიობის სახლთან გასროლაც მოახდინა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. დაკავებული მამაკაცი  თავს დამნაშავედ ცნობს.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავებულ მამაკაცს, უჩა მიშველაძეს 3 000 ლარიანი გირაო და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. მორიგი სასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი თემები