თბილისში, მოზარდს მატარებელი დაეჯახა – მისი მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა.

არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები