“დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი” – საბერძნეთში ქართველ გოგონას ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გონას­, სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. დაკარგულის დედა, ნონა კუპრაშვილი საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

“სალო, დედი, არ დამღუპო, გამოჩნდი. გთხოვთ, მეგობრებო, მომაძებნინოთ ჩემი გოგო”, – წერს დაკარგული გოგონას დედა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა შაბათს დაიკარგა. ის ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა.

საქმეს ათენის პოლიცია იძიებს. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულოც.

ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის გაგების შემთვევაში, დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

სალომეს დედა: 699 7458664
საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664

მსგავსი თემები