“დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი” – წყალტუბოში მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოვარდა

წყალტუბოში 18 წლის მოსწავლე მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც სკოლის დირექტორი გარდაცვლილზე ყვება, მოზარდი ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა. მისი ინფორმაციით, დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო, მამა რუსეთში ცხოვრობდა.

“ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები