აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

მოძრაობა „სირცხვილიას”, „ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.

მათ შენობის სამივე შესასვლელი დაიკავებული აქვთ და აცხადებენ, რომ მოაწყობენ „სირცხვილის კორიდორს“, რათა საშემოდგომო სესიაზე შესულ დეპუტატებს მოუწიოთ ამ გზის გავლა. მოძრაობის ორგანიოზატორები ბანერებით არიან მოსულები. 

ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საყვირებითა და შეძახილებით „სირცხვილია“ და „მონებო“ ხვდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო არის დამნაშავე და ის პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაინიშნოს.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებენ, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა რუსული დაკვეთაა.

პარლამენტის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი თემები