Turkish Airlines-მა იტალიაში ყველა რეისი გააუქმა

ავიაკომპანია Turkish Airlines კორონავირუსის გამო, იტალიაში რეისებს 1 მარტიდან წყვეტს. მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.

მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები ჩინეთსა და ირანში შეაჩერა.

მსგავსი თემები