Tinder-ი მომხმარებელთა უსაფრთხოებას აძლიერებს

“Tinder”-ს სურს, რომ მის მომხმარებლებს საჭირო დროს პოლიციის გამოძახების ფუნქცია შესთავაზოს.

ცნობილი გაცნობის აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს საჭირო დროს განგაშის ღილაკი გამოიყენონ, ამის შემდეგ მათ დაუკავშირდებათ ონლაინ ასისტენტი, რომელიც მისწერს შეტყობინებას, თუ კი შეტყობინება უპასუხოდ დარჩება ასისტენტი დაიწყებს რეკვას, ხოლო თუ კი არც ამაზე იქნება მომხმარებლის მხრიდან რეაგირება, ოპერატორი გამოიძახებს პოლიციას და მათ მომხმარებლის ადგილმდებარეობას შეატყობინებ

საწყის ეტაპზე ეს ფუნქცია მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტინდერის მფლობელი კომპანია “Match Group” თანამშრომლობას “Noonlight”-თან აპირებს. ეს უკანასკნელი მომხმარებლის ლოკაციის ზუსტად დადგენას და მისი შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს.

ეს ფუნქცია “Tinder”-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იანვრის ბოლოს გახდება.

მსგავსი თემები