Tik-Tok-ზე ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული – საგარეო უწყება

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უწყება აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში, ასევე პეკინში.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ნაწილია”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “Tik-Tok-ზე ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული – საგარეო უწყება”

  1. Hello there! Do you use Twitter? I’d like to follow you
    if that would be ok. I’m absolutely enjoying your blog and look forward to new updates.

  2. order uk is

    3d6d wow order is now

    3d6d safest online is site

    3d6d

  3. is in vendita in linea

    f371 die besten is pillen

    f371 is versan

    f371 can you be is in us

    f371

  4. the cost of is

    fe25

  5. costo de iss

    53e7 is soft flavoured online

    53e7 is at prices nicosia

    53e7 cheap aldactone free is

    53e7