StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში 1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ​„ბევერილი“ ჯგუფი – 100 ათასი ლარი, შპს „აისბერგ ფოთი“ – 100 ათასი ლარი, „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ – 25 ათასი ლარი, „ახალი ჰორიზონტი“ – 20 ათასი ლარი, „მწვანე ოფისი“ – 30 ათასი ლარი, კომპანია „ზოდი“ – 20 ათასი ლარი, „ბიოქიმფარმი“ – 10 ათასი ლარი, „ბესტი ჯგუფი“ – სამი ათასი ლარი, შპს „ბათუმის ბლოკი“ – სამი ათასი ლარი, Universal Intralogistics – ათასი ლარი.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

მსგავსი თემები