StopCoV ფონდში დაგროვილი თანხა 2 მლნ 500 ათასი ლარით გაიზარდა

13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, „კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული.

​StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის არიან:​დავით ხიდაშელი – 1 მლნ 200 ათასი ლარი, შოთა შალელაშვილი – 1 მლნ ლარი, შპს „იმპოსტი – 50 ათასი ლარი, შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ – 50 ათასი ლარი, „სუფთა სახლი“ – 30 ათასი ლარი, შპს „ბლოქსი“ – 30 ათასი ლარი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები – 23 ათასი ლარი, შპს „უშიქონსეფთი“ – 15 ათასი ლარი, შპს „ტერმინალი“ – 15 ათასი ლარი, „ჰერეთი 96“ – ექვსი ათასი ლარი, „ტესტ ჯორჯია“ – ხუთი ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ფონდში თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია.

მსგავსი თემები