StopCoV ფონდში ჩარიცხვები ერთ დღეში ერთი მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ირაკლი გილაური, ერთი მლნ ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ხარება“ 300 ათასი ლარი; ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლასი; აქსის თაუერსი 50 ათასი ლარი; ქროსქანთრი საქართველო 40 ათასი ლარი; მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი; გრიზლი, 20 ათასი ლარი; ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი 20 ათასი ლარი; გრინლაიფ – Greenlife 15 ათასი ლარი;  შატო მუკუზანი 10 ათასი ლარი; შპს „ვარკეთილი 96“ 10 ათასი ლარი; ახალი ნათება 10 ათასი ლარი; მაი ბილდინგი 10 ათასი ლარი; შპს „არესემ კორპ“ 10 ათასი ლარი; გერალი 10 ათასი ლარი; ფენიქსი 10 ათასი ლარი; შპს „მეტეორი“ 10 ათასი ლარი; სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა „ეჯეთაშის“ საქართველოს ფილიალი 5 ათასი ლარი; რეალექსპერტი, 5 ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს, StopCoV ფონდში გადარიცხავენ. ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “StopCoV ფონდში ჩარიცხვები ერთ დღეში ერთი მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა”

  1. trabalho espiritual abertura de caminhos

  2. maquinas para polir marmores e granitos