“PRADA” იაპონიაში მოდის ჩვენებას აუქმებს

იტალიური მოდის სახლი „პრადა“ იაპონიაში დაგეგმილ ჩვენებას კორონავირუსის გამო დროებით გადადებს.

უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: შოუ, რომელიც იაპონიაში 21 მაისს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის არსებული მდგომარეობის გამო გადაიდება“ 

მოდის სახლში იმედოვნებენ, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება და იაპონიაში შოუს ჩაატარებენ, რადგანაც მათთვის იაპონიის ბაზარი, ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი თემები