,,ვმსჯელობთ, რა ფორმით ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში სახალხო დამცველი”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით იქნება ჩართული სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. ომბუდსმენის თქმით, გაეცნო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, თუმცა მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. ,,ჩვენ გადმოგვეცა დასკვნა კონფიდენციალურად. ამ წუთის მდგომარეობით, მე არ მაქვს დასტური, რომ მე, ან ჩემმა ექიმებმა საჯაროდ ვისაუბროთ დიაგნოზების და დასკვნის შინაარსის თაობაზე. ამიტომ ამ გარემოებებს დავაზუსტებთ. თუ გვექნება თანხმობა უფრო მეტადაც ვისაუბრებთ. ჩემ სამედიცინო კონსილიუმთან აქტიური კონსულტაციები მაქვს, გავაცანით ეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული ამ საქმეში სახალხო დამცველი, მათ შორის, ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სასამართლო…

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია”- ნინო ლომჯარია

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის,”- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. „ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე, შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ ერთი შეხედვით, მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც…

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, სურს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნოს. „დიდი ხანია არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცნო მის მდგომარეობას და შევხვდე ექიმებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

,,მონასტერში მომხდარის მედიისთვის გადაბრალდება უკიდურესად საშიში და არასწორია”- ნინო ლომჯარია

,,მთელი ქვეყანა შეძრულია ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია” – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს. მისი განცხადებით, “სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა“. „თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და…

,,გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი”- ნინო ლომჯარია

,,არ ვიტყოდი, რომ ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ეს საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს. „რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი ამ გზაზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ და იქნება ხელისშემშლელი და უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ამ ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ყველას ძალიან გვეჩქარება და გვინდა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც შევისწავლე პირველი ინსტანციის…

,,შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი”- იაგო ხვიჩია

,,თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,”- ასე ეხმიანება  „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევას. დეპუტატის თქმით, მას უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით. „მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთას. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1 ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2 პროცენტი…

,,პოლიტიკური სუბიექტური პოზიციების გამო უხერხულობას უნდა გრძნობდეთ”- რატი იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას

„ჩვენი ინტერესი არის, რომ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები. როდესაც აქ ამ სტანდარტიდან გადახვევა ხდება, ვფიქრობ,  რეაგირება და აღნიშვნა, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს იცავდეს მიუკერძოებლობის და აპოლიტიკურობის სტანდარტს. მიუკერძოებლობაზე საუბრისას, თუ ჩვენი ამოცანა არის ქალთა უფლებების დაცვა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს შერჩევითი“, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინეს. მან სახალხო დამცველს მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია მედიის…

,,ირაკლი კობახიძეზე კიდევ რბილი იყო ჩემი განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა”- ნინო ლომჯარია

,,კიდევ რბილი იყო  განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, რადგან კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს,” – ასე უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვას. ნინო ლომჯარიას თქმით, ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავს ბევრის უფლება მისცა. „შემდეგი კითხვები იყო დასმული ქალბატონი ნინო წილოსანისგან. მან რამდენიმე ჩემი ციტატა მოიყვანა. პირველ რიგში, ქალბატონო ნინო, თქვენ ადგილას მე არ გავიხსენებდი, მაგრამ გაიხსენეთ ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემ მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ შორის მისი რეპუტაციის და ლეგიტიმაციის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებები გავაკეთე. გაგახსენებთ რატომ გავაკეთე ეს განცხადებები.…

,,ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით მტკივნეული”- ნინო ლომჯარია

,,ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით უფრო მტკივნეული. ეს ჩემი სიტყვები არ არის ამაზე მეთორმეტე საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი,”- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ნინო ლომჯარიამ განმარტა თუ, რა იგულისხმებოდა მის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ სირცხვილისგან მიღებული ტკივილი და წვა შეიძლება იყოს უფრო მძაფრი, ვიდე ბომბისგან მიღებული ტკივილი. მისი თქმით, ეს განცხადება მისი მხრიდან გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი და ემოციური ფონი საკმაოდ მაღალი იყო. „არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ომი. თუმცა შეგახსენებთ,…

,,ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ”- წილოსანი ნინო ლომჯარიას

,,ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ,” – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. წილოსანის თქმით, ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქცია. „მინდა თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო. 2017 წელი – თქვენი სიტყვები: „ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის სახალხო დამცველად არჩევა იმ განხილვების ფონზე, რაც მიმდინარეობდა. ბევრი კრიტიკული პოზიცია იყო, შესაბამისად, ამ უმრავლესობით ჩემი მხარდაჭერა ძალიან სასიხარულოა“, 2022 წელი – „მეხუთე წელია გამოვდივარ პარლამენტში და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან უბრალოდ არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს.…

,,ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი”- ღუდუშაური ნინო ლომჯარიას ანგარიშზე

,,ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი,”- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურმა  სახალხო დამცველის ანგარიშს. მისი თქმით, საქართველოს კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი ჰყავს. „სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ირაკლი ზარქუა ლომჯარიაზე

,,სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ~ ზარქუას თქმით, ,,დღეს ვინც ჩვენ სახალხო დამცველად გყავს, ყველაფერია სახალხო დამცველის გარდა!”. „29 სექტემბრამდე ყველა კანდიდატს აქვს დარეგისტრირების საშუალება. მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი დარეგისტრირდება და განსახილველად თითოეულის დოსიე გადმოგვეცემა, პოზიციას ამის შემდეგ წარმოგიდგენთ. პირადად ჩემი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატს დავუჭერ, არის ის, რომ უნდა იყოს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ობიექტური, განათლებული და არ უნდა…

,,არ მგონია, ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს, მათ შორის ოპოზიციაშიც”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის  მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტია. „გუშინ გამოჩნდა, რომ ნინო ლომჯარია არის ბევრად პოლიტიზებული, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილი ბევრი პოლიტიკური პარტიაც კი. ეს არის დღესავით ნათელი. ამის მიზეზი რა არის, ყველამ კარგად იცის. სახალხო დამცველის უპრეცედენტო ინიციატივა წარმოვადგინეთ. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, კობახიძის თქმით, მას არ გონია ნინო ლომჯარია ვინმესთვის ავტორიტეტი იყოს. „რაც შეეხება შეფასებას, არასამთავრობო სექტორზეა მინდობილი,…

,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია”- ნინო ლომჯარია

,,კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია,”- ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს. მისივე თქმით, კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის,  თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი რუსულ კლუბში თამაშობს თუ ევროპულში. ,,სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ,  რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი თამაშობს რუსულ კლუბში თუ ევროპულ კლუბში. იგივე ეხება ქვეყანასაც და შესაბამისად,  კვარაცხელიას მაგალითით ანტი ევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია. წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!”- წერს ნინო ლომჯარია.

,,სახალხო უნდა მოვაშოროთ, „ნაცების“ დამცველია ეგ”- რიჟვაძე ლომჯარიაზე

,,სახალხო უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში,”- ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც  ლომჯარიას აპარატი პარლამენტის მიერ 23 ივნისს მიღებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და მის შეჩერებას ითხოვს. რიჟვაძის თქმით,  ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის დისკრედიტაციისა და მით უმეტეს, შეჩერების შესაძლებლობა არავის მიეცემა. ,,ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც…

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გოგაშვილის ოჯახის ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველის  განცხადებით, ბრალდებულ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატისა და ოჯახის განცხადებებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, საუბარია იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებასა  და ფიზიკურ განადგურებაზე. „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ  პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით, იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც…

,,ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი”- კობახიძე ნინო ლომჯარიაზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმიანება და მას ანტიომბუდსმენს უწოდებს. ამასთან, კობახიძე სახალხო დამცველის გაუგონარს უწოდებს. „ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს წარმოუდგენელია. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით მან ეს დაადასტურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია – (mcm.ge)

,,არცერთი პოლიტიკოსის მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს სახალხო დამცველი”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას. ,,ჩემთვის ძალიან გაუგებარი და ცოტა აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ ვეტყოდი რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის ზრდას ემსახურება და მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეპუტაციას და რეიტინგს ასეთი თავდასხმები, რომლებიც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი ზრდის. რაც შეეხება სახალხო…

,,ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით დაღუპული, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ” – ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. ლომჯარიას თქმით, გასაკვირია, რატომ უკვირთს მმართველ გუნდში, რომ  ქვეყანა სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ. ,,ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ…

,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას. ,,არ ვიცი რა აქვს სანერვიულო, მით უმეტეს თუ ის ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს აქვს დაბალი რეიტინგი, მაშინ არ ვიცი მისი ნერვიულობა, ასეთი და ასეთი აქტიურობა, ორგანიზებული კამპანია რას შიძლება მივაწერო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგაოდების ფართო ნდობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ,,რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას”- ირაკლი კობახიძე – (mcm.ge)

„ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ”- მამუკა მდინარაძე ლომჯარიაზე

,,გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა ნინო ლომჯარიამ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და ძალიან კარგი რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების, თუ  ხელისუფლების ჩამოშლის მცდელობებში,”- ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის საქმიანობა. მდინარაძის თქმით, მას არ ეგონა თუ ნინო ლომჯარია ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა. ,,როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებას იცნობს, დემოკრატიული გადაწყვეტა იყო ეს. შეიძლება, ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის, ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ…

,,სააპელაციო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს სერიოზული ხარვეზები ნიკა გვარამიას საქმეზე”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს  ნიკა გვარამიასადმი გამოტანილი განაჩენი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს არსებული ბერკეტები და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ,,სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს მართლმსაჯულების ის სერიოზული ხარვეზები რაც ჩვენ ვიხილეთ პირველი ინსტანციაში.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს  გამოტანილი აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი. ერთ-ერთ ბრალთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ  დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ იყო.  კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური…

,,წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ ხედავს ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ საჯარო განხილვას მართავს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართულ ციხეებში არსებული ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა მათი გადაწყვეტის გზებზე საუბარი. „დღევანდელი ღონისძიებაც ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ გაცემული. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. მე 2020 წელს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე წარმოვადგინე ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას კრიმინალურ სუბკულტურას და იმ გამოწვევასა და პრობლემებს, რაც ახლავს ამ სისტემის არსებობას პატიმრებისთვის. მაშინ სახალხო დამცველი…

,,უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირს დავანახოთ, მზად ვართ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ,”- ნინო ლომჯარია

,,უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენმა გამოთქვა მზაობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში. „საქართველომ, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ წლის ბოლოს ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. არის წარმოდგენილი ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა…

ნინო ლომჯარიამ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ,,ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას შეეხება

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს ეხმიანება და  განცხადებას ავრცელებს. ლომჯარიას ინფორმაციით, მან მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება “კონსერვატიული მოძრაობის”( ალტ ინფოს)  აკრძალვას. სახალხო დამცველის განმარტებით,  მათი განცხადებები  შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას  და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. ,,2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად იძალადეს. ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერ ისარგებლეს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში, დაზიანდა და განადგურდა…

,,ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 20 ივნისს გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა. ,,ჩემი შთაბეჭდილებები გუშინდელი აქციიდან: 1. კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა; 2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს; 3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა; 4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქი; 5.…

,,თუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მას შეუძლია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნინო ლომჯარიას განმარტებით, პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო იმ კანონებისთვის, რომელიც გაუმართლებლად მიაჩნდა. ,,მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები რისი მიღებაც მისი აზრით იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ვთქვათ ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან მათ შორის როგორც იცით შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენებაც პრეზიდენტს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა…

,,ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით ჩაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კეზერაშვილის ფირმას, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა   მას შემდეგ, რაც ის წავიდა თანამდებობიდან. „გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია. საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს, ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს. ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, რაიმე საჯაროდ დაეგმო, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება. მთავარი რეკეტიორი ბიზნესის, ამ სამარცხვინო რეზოლუციაში კეზერაშვილის სახით…

,,მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა”- გურამ მაჭარაშვილი ნინო ლომჯარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოპოზიციის დამცველად გადაიქცა. მისი თქმით,  სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია. „სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება გააჩნია. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას…

„ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს, ეს ლოგიკური გამოსავალია“ – ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. „ადრეც ვთქვი და დღესაც ვამბობს, რომ ამ შემთხვევაში თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალება გამოიყენოს, როდესაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო რეპუტაციული ორგანიზაცია ეუბნება, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ახლა თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოიყენოს? ვფიქრობ, რომ არის ყველანაირი საფუძველი. ვერანაირ პროგნოზს გავაკეთებ, თუმცა, ჩემი მოლოდინია, რომ უნდა შეიწყალოს. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური და სწორი გამოსავალი“ – აცხადებს სახალხო დამცველი.  

,,მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე”- ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიაზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია განცხადებით, ნიკა გვარამიას განაჩენი არის დაუსაბუთებელი. მისი თქმით, განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს. „წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან, ეს საქმე არის ყველაზე დაუსაბუთებელი და ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე, ამიტომ…

,,ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა. ,,ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა. ეს არის როგორც ჩანს მისი ბოლო მისია და ფუნქცია. რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი, უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს, ამას თქვენ და მე ვინ გვეკითხება. მართლა ცუდია ჩემი მხრიდან ამის თქმა და ცოტა მძიმეც არის, ჩვენი არჩეულია და კიდევ ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა, ეს ადამიანი თავს ზემოთ ძალას იპოვის და…

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესწავლილი საქმის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. „საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი – განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს,…

,,რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათი, ენჯეოებით ადანაშაულებს ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში”- ირაკლი კობახიძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამერიკის საელჩო დისკრიმინაციასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩარევაში დაადანაშაულა. ,,რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი ლომჯარიათი და ენჯეოებით, ამერიკის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას და ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ, რომ არაფორმალურად მართონ ხელისუფლება და კონკრეტულად, სასამართლო სისტემა – აი, ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა,” – აღნიშნა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2004-2012 წლებში, ამერიკის საელჩო მოსამართლეებთან დაკავშირებით არანაირი კრიტიკით არ გამოირჩეოდა. ,,შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე, მაშინაც კი არ გამოდიოდა არანაირი კრიტიკით კონკრეტული მოსამართლეების მიმართ ამერიკის საელჩო, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესირებული…

,,პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს ნიკა გვარამია შეიწყალოს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს და აღნიშნულ საქმეზე ომბუდსმენის შეფასება გაუზიაროს. ,,პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვნახოთ განაჩენი შევისწავლოთ და აუცილებლად გვექნება ჩვენი სრულყოფილი შეფასება სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გუშინვე გავაკეთე მიმართავ, პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ შევხვდე და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ…

,,ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადების, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. სახალხო დამცველის განცხადებით, თავისი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება. „ხაზგასასმელია, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნაზე.  ძირითადად, ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. ეს დასკვნა მათთვის არის თავის ტკივილი. პოლიტიკურად არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ…