NoCovid19 ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი იქმნება

დღეიდან თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგების მიერ ინიცირებული პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი დაიწყებს მუშაობას. ის ზოგადად, კრიზისულ სიტუაციებში, ამჯერად კი მოსახლეობას „კორონავირუსის“ პანდემიის დროს დაეხმარება.  

ფსიქოლოგიური კონსულტაციით მომსახურება გამიზნულია მათთვის, ვინც მიმდინარე სიტუაციაში პანდემიის პირობებში განიცდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს,  როგორიცაა შფოთვა, სტრესი, გაურკვევლობის გამკლავების საჭიროება, პანიკური შეტევები, უიმედობა, კარანტინის გამო მარტოობის განცდა, გადაღლილობა და გამოფიტვა მედპერსონალში და ა.შ.

ჯგუფის ხელმძღვანელია პარლამენტის წევრი, პროფესორი გუგული მაღრაძე. როგორც გუგული მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის გაფართოებაც იგეგმება.

მომსახურეობის მიღება შეიძლება ყოველდღე 12 საათიდან 14 საათის ჩათვლით ტელეფონით: 574831237

Skype კონსულტაციები 19.00 საათიდან  21.00  საათამდე. Skype მისამართია PFA CrisisAid

შეკითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ: psychocrisisaid@gmail.com

მსგავსი თემები