„NDI-ს კვლევების საველე სამუშაოებს “ნაც. მოძრაობის” ბირთვი ასრულებს“ – გოგა ხაინდრავა

„როგორ შეიძლება, გამოკითხულთა 30% სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებდეს. რას აფასებს უარყოფითად? ერთი ადამიანი მიპოვეთ, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას გააკეთა, ნეგატივი გამოიწვია“ – ეს განცხადება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კვლევები თითქმის ერთმანეთის იდენტურია, რადგანაც საველე სამუშაოებს სწორედ „ნაც. მოძრაობის“ წარმომადგენლები ატარებენ.

„ის ვიზიტები, რაც პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გერმანიაში, საფრანგეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულების გამომწვევი იყოს? ამ თვეების განმავლობაში, იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რაც პრეზიდენტმა გადადგა, როგორ შეიძლება 30% უკმაყოფილო იყოს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, რომელიც NDI-ს კვლევებში პირდაპირ არის გადატანილი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან NDI-ს კვლევების საველე სამუშოებს, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი ასრულებს. მის მიერ წარმოდგენილი კვლევები და მონაცემები სწორედ „ნაც. მოძრაობის“ შტაბში იწერება“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

სრული ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/%

მსგავსი თემები