NDI-ის კვლევით, მოსახლეობა, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს.

გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და საშუალო ცდომილება 1.7%-ა

მსგავსი თემები