NDI-ის კვლევით, მოსახლეობას არ სჯერა, რომ დაგროვებითი პენსია მათთვის სასარგებლოა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა საპენსიო დანაზოგს პესიმისტურად უყურებს და აცხადებს, რომ დაგროვილი თანხა, საპენსიო ასაკის შემდეგ სასარგებლო არ იქნება.

კვლევის შედეგებით, რომელმაც 18-დან 39 წლამდე ადამიანები მოიცვა, გამოკითხულთა  27% აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია.  71 % კი ამბობს, რომ ამ პროგრამით არ სარგებლობს.

რაც შეეხება 40 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიას, გამოკითხულთა 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ – არა.

გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ, დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებთ? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 30%-მა დადებითი პასუხი გასცა, 57%-მა განაცხადა, რომ არ სჯერათ;13 % კი კითხვას ვერ პასუხობს.

NDI-ის კვლევაში მონაწილეობა 2132-მა ადამიანმა მიიღო.

მსგავსი თემები