NDI-ის კვლევა: 30% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64% – უარყოფითად

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოკითხულთა 30% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64% – უარყოფითად. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი თემები