N6, N47, N58 და N87 ავტობუსები კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ

თბილისის საბურთალოს რაიონში მიმდინარე მასშტაბური საგზაო სამუშაოების გამო,  მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. N6, N47, N58 და N87 მარშრუტებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები,  26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ,  კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ მოძრაობას და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

დედაქალაქის მერია შეფერხებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

მსგავსი თემები