N21 საჯარო ბაგა-ბაღში შენობის ავარიული ნაწილების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში, ლიუბოვსკის N2-ში მდებარე N21 საჯარო ბაგა-ბაღში შენობის ავარიული ნაწილებისა და შიდა ტიხრების დემონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, დაწესებულებაში ამჟამად, 210 აღსაზრდელი ირიცხება. ავარიული ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ კი ბაღს კიდევ 3 სააღმზრდელო ჯგუფი შეემატება.

რეაბილიტაციის შემდეგ დაწესებულებაში სპორტული და ღონისძიებების დარბაზები განთავსდება.

რეკონსტრუქციისათვის 480,000 ლარია გამოყოფილი . სამუშაოს კომპანია „გრანიტი“ აწარმოებს.

მსგავსი თემები