Myway Airline -მა პირველი ფრენა განახორციელა და ხარკოვში საზეიმოდ დახვდნენ 

ახალმა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airline -მა ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან ხარკოვის მიმართულებით დაიწყო. პირველ რეისს თბილისი–ხარკოვი–თბილისი ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ.

როგორც ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა, ვლადიმერ ვასილჩენკომ აღნიშნა, ახალი რეისის გახსნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი საფუძველი იქნება. „თბილისი-ხარკოვს შორის ფრენები 40 წელზე მეტია ხორციელდება. პირველი ფრენა 60-იან წლებში განხორციელდა და როგორც ამბობენ, 100%-იანი დატვირთვით“, – განაცხადა მან.

Myway Airlines -ის კომერციული დირექტორის მოადგილე გრიგორი პომერანცევს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფრენები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის: „ხარკოვის მიმართულებით პირველი რესისი წარმატებული ნაბიჯია. Myway Airlines არის სრული მომსახურების პაკეტის მქონე ავიაკომპანია და ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში. ასევე, ვგეგმავთ სატრანზიტო მიმართულებების განხორციელებას თბილისის აეროპორტის გავლით. პირველი რეისის გაშვების ფარგლებში, კომპანიამ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, ორგანიზება გაუწია გაცნობითი ხასიათის ორდღიან ტურს საქართველოში 40 უკრაინელი ჟურნალისტისთვის და ტურ–ოპერატორისთვის“.

პემერანცევის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, ვინაიდან აღნიშნული უშუალოდ დაკავშირებულია ავიაკომპანიის განვითარებასთან.

„საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ხარკოვის მონახულება, რომელიც არის უმსხვილესი ქალაქი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. ადრე ის იყო დედაქალაქი, და ამით ძალიან ამაყობს ადგილობრივი მონახულება. ამჟამად, ეს არის ულამაზესი და თანამედროვე ქალაქი, რომელიც გადავსებულია ტურისტებით. ქალაქში უამრავი ღირშესანიშნაობა და მათი მონახულება ძალიან საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი მსურველისთვის. ზოგადად, კომპანიის გეგმებშია ასევე რეისების დანიშვნა დუბაის, მინსკის, სანქტ-პეტერბურგის, ურუმჩისა და პეკინის მიმართულებით“, – აღნიშნა გრიგორი პომერანცევმა.

MyWay Airlines ქართული კომპანიაა, რომლის მფლობელები არიან ჩინური კომპანიები, Hualing Group -ი და Mandarin Airlines -ი. კომპანიაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი რაოდენობა იზრდება მარშრუტების დამატების პარალელურად, წლის ბოლოს მათი რაოდენობა მიაღწევს 250–ს. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო, ის ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

მსგავსი თემები