ბარათაშვილის აღმართზე სპეციალურ ასფალტს აგებენ – იცვლება ტრანსპორტის მარშრუტი

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები: კერძოდ, N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს “ნავთლუღის”, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით. ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები – ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. “იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ…

მეტი...

დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კმ-ის სიგრძის გვირაბი აშენდა. 1950-იანი წლებში რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.​ ​ახალი გვირაბი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. დარიალის ხეობაში ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა და გზის ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას საფრთხე შეექმნა. სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი მოჰქონდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე აცხადებს, გვირაბის გახნის შედეგად, დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი…

მეტი...

ვარაზისხევის შემდეგ, ქვაფენილს ყოფილი ლესელიძის ქუჩაზეც აყრიან – დავით მესხიშვილი 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, თბილისში, ვარაზისხევზე, ქვაფენილის აყრას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვარაზისხევზე ასფალტის დაგება, გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, ქვაფენილის აყრით ქალაქის ეს ნაწილი ძველ იერსახეს დაკარგავს. “ვარაზისხევში ქვაფენილი დახლოებით 70 წლის წინ დააგეს და ახლა მას ისტორიული ფასიც დაედო. გარდა იერსახისა მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. თავსხმა წვიმების დროს, ვარაზისხევისათვის ნიაღვარი უცხო სულაც არ არის, ქვაფენილი კი ერთგვარი შემაკავებელია წყლის ჩამოდინების პროცესში, ამ დროს ქვებს შორის არსებული ღარები დრენაჟის ფუნქციას ასრულებს. მისი არარსებობის შემთხვევაში გმირთა მოედანი კიდევ უფრო სწრაფად დაიტბორება. ეფექტიანია ზამთარშიც, თოვლისა და ყინვის…

მეტი...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს 

კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლითაც სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გურჯაანის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 406 967 ლარს შეადგენს, დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“ ასრულებს.

მეტი...

იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება

იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა მგზავრობის დროს დაახლოებით ერთი საათით დაზოგავს. გზის მშენებლობა დაგეგმილია ხუთ ნაწილად, ყველა მონაკვეთზე მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებში ტურიზმის განვითარებას. მათივე ინფორმაციით, გზა იწყება საჩხერიდან და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. ახალი გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით და ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და…

მეტი...

თბილისში მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

თბილისში, უახლოეს დღეებში, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაფისქირდება, რისთვისაც დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. “მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია,…

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძო, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ  მეტროსადგურ “ავლაბრამდე” სატრანსპორტო გზის, ბარათაშვილი აღმართის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა. მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა.  ძველი ასფალტის საფარი 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შეიცვლება/ სამუშაოებზე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე დღეს განაცხადა, ბარათაშვილის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტების განხორციელების პროცესში ქალაქის ამ ნაწილში ტრანსპორტის გადაადგილება  გარკვეულქილად შეფერხდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით,…

მეტი...

“მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას” – გელა კვაშილავა გაეროს რეკომენდაციებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და ქვეყნის ახალ მთავრობას ამ მიმართულებით გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გელა კვაშვილავამ განაცხადა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ნებისმიერი გზა უსაფრთხოებაზე, რადგან მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას; სავალდებულო უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოების პროექტების დაფინანსება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კანონის აღსრულების თვალსაზრისით, რაც გაეროს ექსპერტების საქართველოში ორწლიანი მუშაობის შედეგად მიღებული რეკომენდაციების ნაწილია. გელა კვაშილავას ინფორმაციით, უპირველესი, რასაც გაერო ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას არის საგზაო უსაფრთხოების საკითხი ცენტრალურ და ადგილობრივ…

მეტი...

„მკვლელი წერტილები“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გზებზე არსებული ე.წ. შავი წერტილების დროულად იდენტიფიცირებას, სპეციალური მექანიზმების შემუშავებასა და  შესაბამისი უწყებებისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვენ. ​როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე შესაძლებელია ე.წ. შავი წერტილებისა და შავი მონაკვეთების იდენტიფიცირება.  კერძოდ, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, თუ 3 წლის განმავლობაში 4-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, რომელიც ფატალური შედეგით სრულდება ან მძიმე დაშავებით დასრულდება, ეს ადგილი, დაახლოებით 100-დან 300 მეტრამდე მანძილი არის “შავი წერტილი”. მაგრამ არსებობს “შავი მონაკვეთები”, რომლებიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს და 6-ზე მეტი ადამიანი თუ…

მეტი...

გომბორზე 40-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა – დავით მესხიშვილი გომბორის გზის ჩაკეტვას მოითხოვს 

​გომბორის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, საჭიროდ მიიჩნევს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე აიკრძალოს სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მიკროავტობუსებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დავით მესხიშვილის აზრით, გომბორის გზა დროებით, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვამდე და საფრთხეების საფუძვლიანად შესწავლამდე უნდა ჩაიკეტოს. გზაზე მოეწყოს დამცავი ჯებირები, განთავსდეს უსაფრთხოების სარკეები და  დამონტაჟდეს კამერები იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. როგორც დავით მესხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გომბორის უღელტეხილზე ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს  ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, ან მძღოლის გამოუცდელობა. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შესაძლებელია…

მეტი...

საქართველოს გზებზე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს  

ტურისტული სეზონისთვის საქართველოს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გზატკეცილებზე ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ ეტაპზე, მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება თბილისი-სენაკი ლესელიძის გზის ცალკეული მონაკევთებისა და სამტრედია-ლანჩხუთის დამაკავშირებელ გზაზე. მათივე თქმით, გზების ჰორიზოტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების განახლების სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება.

მეტი...

თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს ახალი გვირაბი ერთი საათით შეამცირებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა იგეგმება, რომლის საშუალებითაც თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დრო ერთი საათით შემცირდება. გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, კერძოდ, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ​როგორც მედიეცენტრ “მთავარს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა. ქვეშეთი-კობის მონაკვეთი კი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია, რომელიც რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე გადის. მათივე თქმით, გვირაბის გაყვანით სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და უსაფრთხო მგზავრობა იქნება შესაძლებელი. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.​ ​​გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი…

მეტი...

თბილისში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით უკვე მესამე დღეა ამოქმედდა. გარდა ამისა, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა,  რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით,  საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად განისაზღვრა ე.წ. შავი წერტილები, სადაც  ყველაზე ხშირად ფიქსირდება მძოლების მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები.  ასეთ ადგილებზე შსს- ს სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა. ვიდეოკამერების…

მეტი...

მდინარე ნენსკრაძე პანელური ხიდი მოეწყო – მდინარის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები დაიგეგმა 

მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ადიდებულ მდინარე ნენსკრაზე პანელური ხიდის კონსტრუქცია მოეწყო. ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე მხარეს გადავიდა, შესაბამისად, მდინარის მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ადგილი, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა,  რის გამოც, ვერ ხერხდებოდა მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდებოდა ტექნიკის მიყვანა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე…

მეტი...

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ქანების გადაადგილებისას სიგნალიზაცია ამოქმედდება და შლაგბაუმი ავტომატურად ჩაიკეტება 

  თბილისის შემოგარენში, წყნეთი-ბეთანიის ახალგახსნილ გზაზე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაინგრა, წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება. ასევე, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, 3 წლის წინათ, მეწყერის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციისას სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება. მათივე ინფორმაციით, წყნეთი-სამადლოსა და…

მეტი...