“გაზაფხულის ფერები” – თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში შშმ პირების შემოქმედება გამოიფინება

​თბილისში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 25 მაისს, 12:00 საათზე, შშმ პირების მიერ გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნახატებს, თექაზე, ბისერით, თიხაზე თუ ხეზე შექმნილ ნამუშევრებს, საერთო სახელწოდება – “გაზაფხულის ფერები” გააერთიანებს. მოეწყობა ახალგაზრდა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის – „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ პრეზენტაცია. მის ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წაიკითხავენ და საკუთარ ნამუშევრებსაც თავად წარადგენენ. ​ღონისძიებას 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა…

მეტი...