ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული, ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დაკავებულის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც ეცდება ინტერესების დამცველის მომსახურებით ისარგებლოს დაკავებულმა. ბუდაღაშვილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული კიდევ სამი პირი პოლიციის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან დაკავებულების ცოტნე სოსელიასა და ბესიკ თამლიანის ადვოკატებიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

მეტი...

პოლიციელებისთვის ბინები ხუთ ქალაქში აშენდება და ხელფასები გაიზრდება

შსს-ში დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ბინები საქართველოს ხუთ ქალაქში აშენდება. 13 200 პოლიციელის ხელფასი კი 250 ლარით გაიზრდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსმენაზე ისაუბრა. როგორც გახარიამ განაცხადა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლიციელთა სოციალური კომპონენტის გაძლიერებაა. „ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მომავალი თვიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ. „1-ელი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის…

მეტი...