ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და მოშიმშილეების კარავი დაშალეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათი განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან. „ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვართ წყალწმინდის, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ“, – განაცხადა პაატა ჩხარტიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლებამ გამოგზავნა და მისი სცენარით მოქმედებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, კარვებს ააწყობენ და შიმშილობას გააგრძელებენ. „გავაგრძელებთ შიმშილობას. ორი ვიქნებით, თუ მეტი, მოვიდნენ მაგარი…

მეტი...